top of page

მოტოციკლის შეკვეთისა და შეძენის ეტაპები  „არტბაიკში“

japan motorcycle auction live.jpg

აუქციონზე გასაყიდი ან გაყიდული ბაიკები
ნახე აქ:

1. საგარანტიო დეპოზიტი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად (ფასის დასაფიქსირებლად) იდება დეპოზიტი — $500-ის ეკვივალენტი ლარში (1,300 ₾). თუ აუქციონი ვერ მოვიგეთ, თქვენი საგარანტიო დეპოზიტი სრულად და უპირობოდ გიბრუნდებათ უკან, ან რჩება ანგარიშზე შემდეგი სასურველი ლოტის დასალოდებლად (თქვენი სურვილისამებრ). 2. ბაიკის შერჩევა, აუქციონები და შემოწმება აუქციონები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (ყველაზე პოპულარული აუქციონებია BDS - ოთხშაბათს და პარასკევს). იაპონური აუქციონებიდან მოტოციკლის შესარჩევად და დასათვალიერებლად შეგიძლიათ ეწვიოთ საიტებს Cemeco.ru ან Motopodbor.com, სადაც მარტივად ნახავთ მიმდინარე ლოტებსა და კატალოგს. შეარჩიეთ სასურველი მოდელი და ლინკი ან ლოტის ნომერი გამოგვიგზავნეთ WhatsApp-ზე ნომერზე: +995 533 33 22 04. 3. აუქციონზე მოგების შემთხვევაში: გადახდის ვადა: აუქციონის მოგებიდან მომდევნო დღეს იფარება ბაიკის ღირებულება. დეპოზიტის გადანაწილება: თქვენ მიერ განთავსებული $500 დეპოზიტიდან $300 მიემართება ბაიკის ღირებულების დასაფარად, ხოლო $200 არის ჩვენი კომპანიის მომსახურების საფასური (დილინგი). ჩვენს მომსახურებაში შედის: ბაიკის შეძენა, იაპონიაში შიდა ტრანსპორტირება, ექსპორტის საბუთების მომზადება, კონტეინერში ჩატვირთვა და ტრანსპორტირების ორგანიზება ფოთის/ბათუმის პორტამდე. 4. ტრანსპორტირება და ანგარიშსწორება: ჩვენ მიერ დათვლილი საბოლოო ფასი გულისხმობს ბაიკის სრულ ღირებულებას ფოთის პორტამდე ყველა ხარჯით. საზღვაო ტრანსპორტირების საფასურს იხდით მოგვიანებით — გემის ფოთის პორტში შემოსვლისას. (გაითვალისწინეთ: აღნიშნული ფასი არ მოიცავს საქართველოს საბაჟო მომსახურებასა და განბაჟების ხარჯებს). ტრანსპორტირების საერთო ვადა იაპონიიდან საქართველომდე შეადგენს 4–დან 4.5 თვემდე. მენეჯერი მუდმივად გიწევთ კოორდინაციას და გატყობინებთ მოტოციკლის გადაადგილების შესახებ. 5. ჩამოსვლა და ჩაბარება: მოტოციკლის ჩამოსვლის შემდეგ გივსებთ და გადმოგცემთ ყველა საჭირო საბუთს. ხდება მოტოციკლის ვიზუალური შემოწმება, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და მფლობელისთვის გადაცემა.

This is your Services Page. It's a great opportunity to provide information about the services you provide. Double click on the text box to start editing your content and make sure to add all the relevant details you want to share with site visitors.

მოტოციკლეტის იაპონიის აუქციონზე შეძენის ზოგადი პირობები

01

არჩევანი და კონსულტაცია

თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ  იაპონური მოტოციკლი წამყვანი აუქციონების (BDS, JBA, Aucnet) სისტემებიდან. ასევე, შეგიძლიათ უბრალოდ შეგვატყობინოთ სასურველი მოდელის პარამეტრები და ჩვენ შევარჩევთ შესაბამის ვარიანტებს. მითითებული ბმული ან ლოტის დეტალები შეგიძლიათ  WhatsApp-ზე ნომერზე: +995 533 33 22 04.

03

ხელშეკრულება

ფორმდება ოფიციალური ხელშეკრულება შპს „არტბაიკსა“ და მომხმარებელს შორის. მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ პირადობის მონაცემები და საკონტაქტო ნომერი.

05

ყიდვის და ტრანსპორტირების ეტაპი

მოტოციკლის წარმატებული შეძენისთანავე გატყობინებთ შედეგს, გიგზავნით აუქციონის ფოტოებსა და სრულ ინფორმაციას

02

დეტალური შემოწმება

ჩვენ ვამოწმებთ თქვენ მიერ შერჩეულ მოტოციკლს, მის აუქციონის ფურცელს და  მდგომარეობას. თუ პირობები და მოდელი სრულად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს, გადავდივართ ხელშეკრულების გაფორმებაზე.

04

ანგარიშწორება

გზიდან ან შეკვეთით ყიდვისას ანგარიშწორება ხდება ეტაპობრივად — 50% წინასწარ და დარჩენილი 50% ჩამოსვლამდე 1 კვირით ადრე. ფასი წინასწარ არის ფიქსირებული და მოიცავს ტრანსპორტირებას თბილისამდე ყველა ხარჯით.

06

ლოდინის პერიოდი

ტრანსპორტირების საერთო ვადა იაპონიიდან საქართველოს მიმართულებით შეადგენს ყიდვიდან       4–დან 4.5 თვემდე

მოტოციკლის შერჩევასა და დათვალიერებისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ საიტებს Cemeco.ru ან Motopodbor.com, სადაც მარტივად ნახავთ მიმდინარე ლოტებსა და კატალოგს

"არტბაიკი"

bottom of page