
მოტოციკლის ყიდვა აუქციონზე: რა უნდა იცოდეთ?
აუქციონი
იაპონურ აუქციონებზე გამოიყე ნება დახურული ტიპის ფსონების სისტემა.ეს ნიშნავს, რომ თქვენ რეალურ დროში, პირდაპირი ეთერის რეჟიმში კი არ დებთ ფსონს, არამედ წინა დღით აფიქსირებთ თქვენს მაქსიმალურ თანხას (ბიდს). სისტემა ავტომატურად თამაშობს თქვენი სახელით აუქციონის დაწყებისას.
რამდენიმე ვარიანტზე ერთდროულად ფსონი
შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მოტოციკლზე მიუთითოთ ფსონი, რადგან ვაჭრობა პარალელურად მიმდინარეობს ხოლმე. რომელ მოტოციკლიკლსაც პირველს მოვიგებთ, ის ხდება ჩვენი. დანარჩენებზე ვაჭრობა ავტომატურად წყდება. აქედან გამომდინარე, თითოეული არჩეული ვარიანტი წინასწარ უნდა იყოს ისეთი, რომლის ყიდვაც ნ ამდვილად გსურთ.
დროის ზონის სხვაობა
იმის გამო, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის დროის სხვაობა დიდია, ფსონის დაფიქსირება უნდა მოხდეს მოტოს გასაყიდი თარიღის წინა დღეს (1 დღით ადრე). ყველა სასურველი ლოტის ბიჯი აუცილებლად წინა დღის საღამომდე უნდა იყოს განსაზღვრული და შეთანხმებული.
ჩვენი, "არტბაიკის" როლი
ჩვენ არ ვირჩევთ მოტოციკლს თქვენი სახელით და არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს თქვენ ნაცვლად. ჩვენ ვმოქმედებთ როგორც თქვენი სანდო აგენტი. გეხმარებით აუქციონის სისტემისა და ლოტის ფურცლების (აუქციონის შეფასებების) გარკვევაში. საბოლოო ფსონს ვაფიქსირებთ მხოლოდ თქვენთან მკაცრი შეთანხმებით. ვუზრუნველყოფთ მოგებული მოტოს კონტეინერში ჩატვირთვა-ტრანსპორტირებას საქარველოს მიმართულებით.
სწორი მიდგომა და გადაწყვეტილება
იმისათვის, რომ შეცდომები და ზედმეტი ნერვიულობა თავიდან აიცილოთ, გადაწყვეტილება მიიღეთ წინასწარ. ზუსტად უნდა იცოდეთ რომელი მოდელები გაინტერესებთ და რა არის თქვენი მაქსიმალური ბიუჯეტი (ლიმიტი).
იმპროვიზაცია გამორიცხულია, აუქციონზე „მოვფიქრებ და მერე ვიყიდი“ პრინციპი არ მუშაობს.
სეზონურობა
იაპონური აუქციონები მუშაობს მთელი წლის განმავლობაში (სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). არ არსებობს მკაცრი შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა და ზამთარი იდეალური პერიოდია იმისათვის, რომ მშვიდად შეარჩიოთ ტექნიკა, ჩამოიყვანოთ და სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში დახვდეთ, ძიება შეგიძლიათ დაიწყოთ მაშინ, როცა მზად იქნებით.